კინოსტუდია „ქართული ფილმის“ 1955 წლის მხატვრული ფილმი. მისი დამდგმელი რეჟისორები არიან თენგიზ აბულაძე და რეზო ჩხეიძე. სცენარის ავტორია კარლო გოგოძე. ფილმის ოპერატორები არიან ლევ სუხოვი, ალექსანდრე დიღმელოვი. მხატვრები – იოსებ სუმბათაშვილი, ფარნაოზ ლაპიაშვილი, გივი გიგაური, კახი ხუციშვილი. ფილმის კომპოზიტორია არჩილ კერესელიძე. მთავარ როლს ასრულებს დუდუხანა წეროძე.
siuJeti
ქვრივი მაგდანას შვილებმა მიხომ და კატომ შარაზე მომაკვდავი სახედარი იპოვეს, კარგი მოვლით ფეხზე დააყენეს და „ლურჯა“ შეარქვეს. ლურჯამ წვრილშვილიან ქვრივს შრომა შეუმსუბუქა. ამიერიდან მაგდანა მაწვნით სავსე ქილებს ქალაქში ლურჯას დახმარებით ეზიდებოდა. ხანმოკლე გამოდგა ოჯახის სიხარული - ვაჭარმა მიტუამ თავისი მიტოვებული სახედრის უკან დაბრუნება მოინდომა, სასამართლო მოისყიდა და ქვრივის ოჯახს ლურჯა წაართვა.